ნუშის გოზინაყი შოკოლადით
რა არის ახალი წელი გოზინაყის გარეშე? მთელი წელი ხომ მოუთმენლად ველოდებით ჯადოსნურ დღეებს, რომ ეს უგემრიელესი ნუგბარი ჩავაკნატუნოთ. ჩვენ გვიყვარს გოზინაყი ნიგვზით, ტრადიციული რეცეპტი, მაგრამ food4.ge ხომ სულ ახლის ძიებაშია და სულ ექსპერიემნტებშია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ძველით ახალ წელს მოვამზადოთ სულ სხვანაირი გოზინაყი, ნუშით და თქვენ წარმოიდგინეთ, შოკოლადით! ბედნიერ და გემრიელ წელს გისურვებთ food4.ge სთან ერთად!
ინგრედიენტები
მომზადება
ნუშის გოზონაყი შოკოლადით სულ არაა რთულად მოსამზადებელი, გასწავლით მეთოდს, თუ როგორ მოიყვანოთ თაფლი, რომელიც ტრადიციული ნიგვზიანი გოზინაყის მომზადების დროსაც გამოგადგებათ.
პირველ რიგში ნუშის ფანტელები მოათავსეთ თუნუქის საცხობ ფირფიტაზე და დაახლებით 8-10 წუთი 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოხალეთ.
ახლა კი თაფლის დროა! აადუღეთ დიდ ქვაბში წყალი. თაფლი ჩაასხით ისეთ ჭურჭელში, რომელსაც მოათავსებთ ადუღებული ქვაბზე. თაფლი დაიწყებს დნობას, გახდება თხელი და რამდენიმე წუთში დაინახავთ ქაფს თაფლის ზედაპირზე. არ დაგავიწყდეთ სისტემატური მორევა სილიკონის ან ხის ჯოხით. ორთქლზე თაფლის მოყვანას უპირატესობაა ის, რომ არ მიიწვავს. პირველი წამოდუღების შემდეგ გააციეთ თაფლი. რამდენიმე წუთში გაგრილებული თაფლი მიქსერით გათქვიფეთ, შეამჩნევთ რომ ის გახდება უფრო თეთრი. იგივე პრინციპით წამოადუღეთ და გააციეთ თაფლი მინიმუმ სამჯერ. მიქსერით გათქვეფა ორჯერ საკმარისია. მესამე წამოდუღების შემდეგ მოაყარეთ საკონდიტრო შაქარი (ე.წ ,,პუდრა"), მოურიეთ კარგად და ბოლოს ჩაყარეთ ნუში. მოურიეთ სწრაფად და თაფლის და ნუშის მასა გადაიტანეთ სველ ზედაპირზე. სველი გასაბრტყელებელით სწრაფად გააბრტყელეთ და გააციეთ.
ახლა კი დაადნეთ შოკოლადის ფილა, დაუმატეთ 2 ს/კ რძე და 1 ს/კ კარაქი და მოასხით ნუშის გოზინაყს. შოკოლადი გადაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. ნუგბარი მოათავსეთ საყინულეში და დაელოდეთ ვიდრე არ გაცივდება. საასურველია მთელი ღამით გააჩეროთ მაცივარში. დაჭერით სასურველ ფორმებად და გემრიელად გაატარეთ სადღესასწაულო დღეები!