ომლეტი სოკოთი და ნაღებით

07 დეკ 2020 |

მიყვარს სოკო და ვცდილობ ყველაფერში გამოვიყენო. ამჯერად ომლეტის ჯერია და გიზიარებთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ საუზმეს. ჩემთვის ნაღების და სოკოს დუეტი იდეალური ტანდემია. გარდა იმისა, რომ უგემრიელესი ომლეტია, დიდხანს დაგანაყრებთ. ასე რომ, დაგეგმეთ ხვალინდელი დილა food4.ge-სთან ერთად!

ინგრედიენტები

მომზადება

საშუალო ზომის ტაფაზე გაადნეთ კარაქი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაჭრილი სოკო და მოთუშეთ, ვიდრე სოკო არ გახდება ოქროსფერი. ამოიღეთ 5-5 ნაჭერი სოკო, შეინახეთ კვერცხისთვის და ამის შემდეგ მოასხით ნაღები და 2 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. ნაღებიანი სოკო დროებით გვერდზე გადადეთ.

იმავე ტაფაზე თხლად გადაუსვით კარაქი და მოასხით გათქვეფილი კარაქი და მოაყარეთ რამდენიმე ნაჭერი შემწვარი სოკო. დაბალ ცეცხლზე ჯერ ერთი მხარე შეწვით, შემდეგ მეორე. როდესაც კვერცხი მომზადდება, გულში სიგრძეზე მოათავსეთ ნაღებიანი სოკო და ომლეტი გადაკეცეთ.

მოაყარეთ ზევიდან სასურველი მწვანილი! ბედნიერ დღეს გისურვებთ!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.