ორაგული სიმინდის სალსათი

11 დეკ 2020 |

ნელ-ნელა წინასაახალწლო მზადება ახლოვდება! ჩვენ გვინდა, რომ სადღესასწაულო დღეები გაგიხალისოთ და მეტი მრავალფეროვნება შემოვიტანოთ მენიუში. ამ შემთხვევაში გთავაზობთ სადილის იდეას, რომელიც მალეც მზადდება და რაც მთავარია - უგემრიელესია. გამომცხვარი ორაგული მობრაწული სიმინდის სალსასთან ერთად ღირსეულად დაიკავებს ადგილს თქვენს საზეიმო სუფრაზე!

ინგრედიენტები

მომზადება

აურიეთ პატარა თასში ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი, თაფლი და პილპილი. მიღებული მასა წაუსვით ორაგულის ფილეს და მოათავსეთ მაცივარში 30-40 წთ.


მოათავსეთ შებრაწული სიმინდი საშუალო ზომის თასში, დაამატეთ ორად გაჭრილი ჩერი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი ჯინჯერი, ბაზილიკის ფოთლები ან სუნელი და მარილი. მოასვენეთ სალსა მაცივარში, სანამ თევზს გამოვაცხობთ.


ფოლგაში გახვეული ორაგულის ფილე სოუსთან ერთად გამოაცხვეთ გაზქურაში 180 გრადუსზე - 20წთ.


სერვირებისთვის მოათავსეთ სალსა თეფშზე და ზემოდან დაადეთ შებრაწული ორაგული.

გემრიელად მიირთვით!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.