ორაგულის ბურგერები ყაბაყის სალათთან ერთად

10 სექ 2020 |

როდესაც გინდა, რომ სადილი იყოს გემირელი, ჯანსაღი და თან მარტივად მოსამზადებელი, ვფიქრობთ, ეს ოქროსფერი ორაგულის ბურგერები ნამდვილად მოგეწონებათ. გარედან ხრაშუნა, შიგნით კი რბილი ორაგული სწრაფად მზადდება და თან საოცრად უხდება ყაბაყის სალათს. წაიყოლეთ სამსახურში ,,ლანჩზე" ან საღამოს, სახლში როდესაც დაბრუნდებით, ისიამოვნეთ ამ უგემრიელესი კერძით.

ინგრედიენტები

ორაგულისთვის:

ყაბაყისთვის:

მომზადება

ორაგულის ბურგერების მოსამზადებლად საჭიროა, რომ მოხარშოთ პირველ რიგში ორაგული. გააციეთ და ჩაჭყლიტეთ ღრმა ჯამში. დაამატეთ კვერცხი, კამა, მარილი, ნიორის ფხვნილი, ლიმონის წვენი და საფანელი. მოზილეთ და მიაღებინეთ მრგვალი ფორმა. მოასხით ოდნავ ზეითუნის ზეთი გახურებულ ტაფას და ჯერ ერთ მხარეს შეწვით, შემდეგ მეორე.


ყაბაყის სალათისთვის კი დიდ ტაფაზე ჯერ შეწვით ყაბაყი და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. დარჩენილ ზეთში მოშუშეთ ხახვი, სტაფილო, ნიორი და წიწაკა და დაუმატეთ ბოლოს მზა ყაბაყი. აურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ მწვანილი და თუ ტარხუნასაც მოაყით, საოცარ გემოს მიიღებთ.


ისიამოვნეთ !

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.