ორცხობილები შოკოლადის ნატეხებით
იმისთვის რომ სახლში მეტი ჰარმონია და სიმყუდროვე იყოს, ხშირად მოამზადეთ ორცხობილები! მომზადების პროცესი ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაგეხმარებათ, სახლი საოცარ სურნელში გაეხვევა და შედეგით კი ყველა ისიამოვნებთ. ,,ქუქი" შოკოლადით ამერიკელების უსაყვარლესი სასუსნავია, რომელიც დიდებსაც და პატარებსაც ერთნაირად ახარებთ. მისი მომზადების სხვადასხვა რეცეპტი არსებობს, მე ერთ-ერთ მათგანს გიზაირებთ. იმედია შედეგით კმაყოფილი დარჩებით!
ინგრედიენტები
მომზადება
ვახურებ ღუმელს 180 გრადუსსზე.
პირველ რიგში შაქარს და კარაქს ვურევ ერთმანეთში. შემდეგ ვამატებ კვერცხს, მარილს, ვანილს და სოდას. როდესაც ერთიან მასას მივიღებ, შევურევ ფქვილს და ბოლოს შოკოლადის ნატეხებს. ორცხობილების ცომს 15-20 წუთი ვათავსებ მაცივარში. როდესაც ცომი გაცივდება, ნაყინის კოვზის დახმარებით გადამაქვს ბურთულები თუნუქის საცხობ ფირფიტაზე. 15 წუთში თქვენი შოკოლადის ორცხობილები მზადაა!