ორცხობილები შვრიით და ბანანით
გამოგიტყდებით და ეს ორცხობილები ყველაზე მეტად მომეწონა რაც კი აქამდე გამიკეთებია. არის საოცრად არომატული ბანანის და დარიჩნის დახმარებით, ღეჭვადი და ნოტიო. როდესაც ბანანი ფერს შეიცვლის და ოდნავ დარბილდება, არ იდარდოთ, იმ წუთში მოამზადეთ რამე გემრიელი - ამჯერად ორცხობილებს გირჩევთ. ისეთი გემრიელია, რომ დიდებიც და პატარებიც მოსწრებაზე იქნებიან - ვის შეხვდება მეტი? :)
ინგრედიენტები
მომზადება
ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ორი ჯამი:
პირველში კარგად შეურიეთ ერთმანეთს კარაქი, შაქარი, დაჭყლეტილი ბანანი, ვანილი, კვერცხი.
მეორე ჯამში კი მშრალი ინგრედიენტები: შვრია, ფქვილი, დარიჩინი, გამაფხვიერებელი, მარილი და ბოლოს შეურიეთ სველი ინგრედიენტების მიქსი. შეგიძლიათ დაამატოთ შოკოლადის ნატეხები, ნიგოზი, ქიშმიში - თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. თუნუქის საცხობ ფირფიტაზე საშუალო ზომის კოვზით ბურთებად დასვით ცომი და დაელოდეთ გამოცხობას 15-20 წუთი. როდესაც ორცხობილები გახდება ოქროსფერი, გამოიღეთ და გააციეთ.
გემრილეად მიირთვით საყვარელ ადამიანებთან ერთად!