ორცხობილები თაფლით და დარიჩინით
ამ ორცხობილების მომზადებას სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება, ხოლო სანამ აადუღებთ ჩაის ან რძეს და გააწყობთ მაგიდას, გამოცხობასაც ასწრებს. სახლში დგება დარიჩინის და თაფლის საოცარი არომატი. სწორედ თაფლის დამსახურებით ორცხობილა გამოდის ნუგას მსგავსად კარგად საღეჭი. და კიდევ ერთი დეტალი - ბავშვებს უყვართ ორცხობილების გაზიარება, რაც მათ ამ თვისების ჩამოყალიბებაშიც ეხმარებათ.
ინგრედიენტები
მომზადება
გაადნეთ თაფლი ძალიან დაბალ ცეცხლზე, ამისთვის 1-2 წუთი საკმარისია. შემდეგ თაფლს აურიეთ შაქარი, 2 კვერცხი და დარიჩინი. ყველაფერი კარგად შეურიეთ და ათქვიფეთ კოვზით. დაამატეთ ფქვილი, სოდა, ვანილი. ცომი გამოდის წებოვანი. ამიტომ თუნუქის გამოსაცხობ ფირფიტებზე გადატანის დროს ხელი დაისველეთ წყლით ან ზეთით, რათა ორცხობილებს მისცეთ მომრგვალო ფორმა. შეგიძლიათ კოვზითაც დადოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე ცომი. ოღონდ მანამდე საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ზეთი. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე, გამოაცხვეთ 30 წუთი, სანამ ორცხობილები არ გახდება მუქი ოქროსფერი. ცხობის დროს ორცხობილები საგრძნობლად იზრდება ზომაში, ამიტომ ცომის ბურთებს ძალიან ახლოს ნუ დადებთ ერთმანეთთან.