პასტა გამომცხვარი ნივრით

27 იან 2021 |

თუ რომელიმე კერძი არ გვაძლევს გაჩერების საშუალებას ეს არის პასტა. ამჯერად გადავწყვიტეთ ჩვენი ორი უსაყვარლესი ინგრედიენტი დაგვემეგობრებინა და ყოველგვარი გართულების გარეშე მოგვემზადებინა საუცხოო სადილი. მხოლოდ პასტა და ერთი თავი ნიორი დაუვიწყარ გემოს გვთავაზობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნიორს გაზქურაში ვამზადებთ.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში მოაჭერით ორ თავ ნიორს ბოლოები, გაახვიეთ ალუმინის ქაღალდში და მოასხით ზეითუნის ზეთი. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი.

მანამდე აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ პასტა.

როცა ნიორი გამზადდება ხელ მოუჭირეთ ისე, რომ დარბილებული მასა გადმოვიდეს. გახურებულ ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ კარაქი, წიწაკის ფანტელები, ცოტა მარილი და დაამატეთ პასტა. და ბოლოს, ამ კერძს პარმეზანი სულ სხვა საფეხურზე აჰყავს. ჩვენ გვიყვარს პირდაპირ ტაფაში ჩახეხვა, რომ კარგად ჩააფნეს. 8 წუთში გრიელი სადილი მზადაა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.