პასტა კრევეტებით

09 ოქტ 2020 |

ვისაც პასტა გიყვართ და ზღვის პროდუქტებიც გაინტერესებთ, ეს კომბინაცია აუცილებლად უნდა სცადოთ!


ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში გაასუფთავეთ კრევეტები - მოაშორეთ ქერქი, თავი და კუდი. ოღონდ ეს ყველაფერი არ გადაყაროთ. კრევეტების ბულიონი უნდა მოვამზადოთ! მოათავსეთ ქერქი ცალკე ჯამში, დაამატეთ ოხრახუში, 5 კბილი ნიორი და დადგით ცეცხლზე 20-30 წუთი.

ახლა მივხედოთ დანარჩენს:

საშუალო ცეცხლზე დადგით ღრმა ტაფა და დაასხით ზეითუნის ზეთი. დაამატეთ 4 კბილი დაჭრილი ნიორი და თუშეთ 3 წუთი. შემდეგ ვამატებთ ღვინოს და ვაცდით კვლავ 3 წუთი. ახლა ბულიონის დროა. ის მასა, მთლიანად არ დაგვჭირდება. უნდა გადავწყროთ და ტაფაზე მხოლოდ 2 ჩამჩა დავასხათ. დანარჩენი შეგიძლიათ გაყინოთ და სხვა კრეძებისთვის გამოიყენოთ.

კვლავ ვაცდით 3-4 წუთი და ბოლოს დაჭყლეტილ პამიდორს ვამატებთ ტაფაში. ცოტა მარილი-პილპილი და დაახურეთ თავსახური. 15 წუთში სოუსი მზად იქნება. ამასობაში ჩაყარეთ ტალიატელე ადუღებულ მარილიან წყალში და ხარშეთ ზუსტად 8 წუთი. ახლა დროა ჩავამატოთ კრევეტები სოუსში და ზუსტად 4-5 წუთში გადმოვდგათ ტაფა გაზიდან.


ბოლოს კი მოხარშული ტალიატელე პირდაპირ ჩავამატოთ კრევეტების სოუსში და გადმოვიტანოთ თეფშებზე.

ამაზე გემრიელი არ ვიცი რა არის!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.