პასტა პიტნით
ჩემი დამოკიდებულება სამზარეულოს მიმართ ყველამ კარგად იცის, მათ შორის ჩემმა მეზობლებმა, ასე რომ არ გამკვირვებია როდესაც ერთ დილას უზარმაზარი პიტნის ,,თაიგული" გადმომცეს. ამხელა პიტნის ფოთლები პირველად ვნახე. დავიწყე ფიქრი თუ რას მოვამზადებდი ჩემთვის და თქვენთვის. შემდეგ გადავხედე food.4.ge-ს ინსტაგრამს და აღმოვაჩინე,რომ პასტა დიდი ხანია არ შემოგვითავაზებია. ასე რომ, წარმოგიდგენთ პასტას პიტნით! და რა თქმა უნდა მადლობა ბატონ რასულს :)
ინგრედიენტები
მომზადება
გაამზადეთ 2 ქვაბი: დიდი და საშუალო.
დიდ ქვაბში აადუღებულ წყალი, მოაყარეთ ცოტა მარილი და მოხარშეთ სპაგეტი დაახლოებით 8-12 წუთი.
პარალელურად პატარა ქვაბში, ასევე ადუღებულ წყალში, 3 წუთი გააჩერეთ ბარდა. როდესაც ბარდა მოიხარშება, გადაიტანეთ დიდ ჯამში და ცოტა დაჭყლიტეთ. ამის შემდეგ დაამატეთ დააჭყლიტეთ ნიორი, მოასხით ნაღები, ჩაყარეთ პარმეზანი, მოაწურეთ ლიმონის ახლადგამოწურული წვენი, მარილი და ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი პიტნა და ყველაფერი კარგად აურიეთ.
როდესაც სპაგეტის წყალს გადაწურავთ, შემოინახეთ 1 ჭიქა კერძის წვნიანობის დასარეგულირებლად. სპაგეტი დააბრუნეთ ისევ თბილ ქვაბში და მოასხით გამზადებული პიტნის და ბარდის სოუსი. თავად განსაზღვრეთ დაჭირდება თუ არა ანადუღარი წყლის დამატება.
ახალი, სურნელოვანი პასტა მზადაა! სერვირების დროს მოაფქვით პილპილი და მოაყარეთ პიტნის ფურცლები. მნიამ!