პასტა ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად

15 მარ 2021 |

ალბათ ჩვენს გამომწერებს შორის ხართ ისეთები, ვისაც არ გიყვართ ყვავილოვანი კომბოსტო და ფიქრობთ, რომ ვერაფრით გაეკარებით. ჩვენ გვინდა რომ ახლა სულ სხვა განწყობაზე დაგაყენოთ და დაგეხმაროთ ამ ბოსტნეულთან დამეგობრებაში :). ამ ინდური სუნელების დახმარებით ისეთ საოცარ არომატს იღებს ბოსტნეული და ისეთი გემრიელია საბოლოოდ პასტა, რომ ეს სიამოვნება არ უნდა მოიკლოთ. თან რაც ყველაზე მთვარია - ეს კერძი ვეგანურია, ანუ გემრიელია :).

ინგრედიენტები

მომზადება

მოასხით დიდ ტაფაზე ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ პირველ რიგში ხახვი და ნიორი. დაუმატეთ ძირა და კორიანდრი და 2 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ მოაყარეთ ტაფაზე დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო, მოასხით წყალი და დააფარეთ ტაფას თავსახური. დაელოდეთ დაახლოებით 3 წუთი.

როდესაც წყალი ოდნავ ამოშრება და ყვავილოვნაი კომბოსტო ოდნავ დარბილდება, მოასხით პომიდორი (ქილის ან თავად დაჭერით) და მარილი და 10 წუთი დატოვეთ დაბალ ცეცხლზე.


პარალელურად, სანამ პომიდორი და ყვავილოვანი კომბოსტო მოითუშება, აადუღეთ დიდ ქვაბში წყალი, მოაყარეთ მარილი და მოხარშეთ პასტა იმდენი წუთი, რამდენიც აწერია მის აღწერილობაში.


საბოლოოდ, მოხარშული პასტა მოათავსეთ ბოსტნეულიან ტაფაში, კარგად აურიეთ და მიირთვით გემრიელად!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.