პასტა სოკოს და ნაღების სოუსით

25 ნოე 2020 |

რადგან გარეთ გასვლა გვეკრძალება, რადგან რომც გახვიდე არც არაფერი ხდება, რადგან ვერავის ეპატიჟები... ჩვენ მოვალთ თქვენთან! food4.ge-ს გუნდი მზადაა ყველა თქვენგანის სამზარეულოში შემოვიდეს და გაგიხალისოთ ეს უხალისო დღეები. რაც მთავარია - არ მოიწყინოთ! დღეს თან საოცრად გემრიელ კერძს გთავაზობთ, განსაკუთრებით სოკოს და პასტას მოყვარულებს რომ მოეწონებათ. ხოდა ახლავე გაამზადეთ ინგრედიენტები და შეუდექით საქმეს, გპირდებით, არ ინანებთ :)

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში მოხარშეთ ტალიატელეს პასტა. აადუღეთ წყალი, მოაყარეთ მარილი და 10-12 წუთი მოხარშეთ. გახსოვდეთ, რომ არ გადააქციოთ პასტას ნახარში.


პარალელურად, მოასხით ღრმა ქვაბში ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ დაჭრილი ხახვი, ვიდრე არ დარბილდება. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი სოკო და დაახლოებით 8 წუთი დაელოდეთ, ვიდრე არ გაუშვებს თავის წვენს და არ გახდება ოქროსფერი.

შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და კიდევ 2 წუთი მოთუშეთ, შემდეგ ფქვილი, პასტას ნახარში და დაელოდეთ ადუღებას. ამის შემდეგ მოხარშული პასტას და ნაღების დროც დადგა. რამდენიმე წუთი დაელოდეთ რომ ინგრედიენტებმა კარგად გაიხნონ ერთმანეთი. იმ შემთხვევაში, თუკი თხელი გამოვა სოუსი, შეგიძლიათ დაამატოთ პასტას ნახარში, ვიდრე არ მიიღებთ სასურველ სისქეს. შეკმაზეთ მარილით და პილპილით.


სერვირების დროს მოაყარეთ ცოტა ქინძი. გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანებისთვის გაზიარება. დამიჯერეთ, გამოცდილი მაქვს :) რომ გასინჯავთ, იმდენად გემრიელია, რომ ყველაფერი გავიწყდება :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.