პავლოვა
ინგრედიენტები
მომზადება
,,პავლოვა" ისე არაფერს უხდება, როგორც ყველაზე ბრჭყვიალა დღესასწაულს - ახალ წელს! 🎄რამდენად ადვილიცაა მისი მომზადება, იმდენად რთულია ჩემთვის პირადად მოლოდინის რეჟიმი, რომელიც ბეზეს გამოცხობას სჭირდება 🫠მაგრამ საახალწლო სუფრის დასამშვენებლად ყველანაირი მოთმინების უნარი უნდა გამოიჩინო ადამიანმა☺️🙈
თან მარტო sterilgarda -ს ნაღებია ისეთი საოცარი, ამ დესერტის მომზადებაზე უარი არ უნდა თქვათ ❤️
სამზარეულო კომბაინის ან მიქსერის დახმარებით საშუალო სიჩქარეზე დაიწყეთ ცილის გათქვეფა მწიკვ მარილთან ერთად. როდესაც ღრუბელივით მასას მიიღებთ, ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი და მოუმატეთ მიქსერის სიჩქარეს. ბოლოს ჩაასხით ლიმონის წვენი და შაქარიც რომ ბოლომდე გაიხსნება, მიიღებთ პრიალა ბეზეს კრემს.
საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ბეზეს კრემს მიეცით სასურველი ფორმა და გამოაცხვეთ 120 გრადუსზე 30 წუთი. შემდეგ დაუწიეთ ღუმელს და 100 გრადუსზე გააჩერეთ 2 1/2 - 3 საათი. დაელოდეთ ღუმელის გაციებას და მერე გამოიღეთ ბეზე, რომ კარგარ გამოშრეს.
გათქვიფეთ ნაღები შაქრის გარეშე და მოათავსეთ ბეზეზე. სურვილისამებრ დაუმატეთ ჯემი ან ცოცხალი ხილი.
დამდეგს გილოცავთ💫