პომიდვრის და ბაზილიკის პასტა
წარმოგიდგენთ დიდი რაოდენობის პომიდვრით გამდიდრებულ პასტას! წითელი ფერის სოუსი ისეთი მადისამღძრელია, რომ ერთი სული მქონდა როდის მომზადდებოდა და ყველა ერთად როდის მივუსხდებოდით მაგიდას. მაგრამ გეტყვით რა მოხდა...მე ვერავის სახლში მოსვლას ვერ დაველოდე, თავისდაუნებურად შემომეჭამა :) ასე რომ, არ მოიკლოთ ეს სიამოვნება, მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი სადილი მარტოც გემრიელად იჭმევა დამიჯერეთ.
ინგრედიენტები
მომზადება
ახლა მომყევით ნაბიჯ-ნაბიჯ და მოამზადეთ ეს უგემრიელესი პასტა !
დიდი ზომის ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე. მოასხით ჯერ ზეითუნის ზეთი, შემდეგ კარაქი, ნიორი და ჩილი და მოურიეთ 1-2 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ ტომატ-პასტა, კარგად შეურიეთ ინგრედიენტებს და ისიც 2 წუთი გააჩერეთ. უკვე დაჭრილი პომიდორის დროა! ცარიელი პომიდვრის ქილაში ჩაასხით 1/3 ჭიქა წყალი, შეანჯღრიეთ და ჩაასხით უკან ქვაბში. 1-2 წუთის შემდეგ დაუმატეთ ბალზამიკი, დაჭრილი ბაზილიკი, პარმეზანი, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ კიდევ 1 კოვზი კარაქი და გააჩერეთ ცეცხლზე 2-3 წუთი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
დრო არ დაკარგოთ და მოხარშეთ სპაგეტი! 10-12 წუთი საკმარისია რომ მიიღოთ სასურველი შედეგი. წყლის გადაღვრის დროს 1/2 ჭიქა პასტის წყალი შემოინახეთ, შესაძლოა დაგჭირდეთ სოუსის გასათხელებლად. გადაწურული სპაგეტი შეურიეთ სოუსს, კარგად მოურიეთ და ისიც მზადაა! სერვირების დროს მოასხით რამდენიმე წვეთი სქელი ბაზილიკი და თუ სურვილი გაქვთ მოაყარეთ მოცარელა, ან სულგუნი. მიირთვით დაუყოვნებლივ!