პომიდვრის სოუსი თევზისთვის
ეს სოუსი დაგეხმარებათ რომ თევზის კერძს ახალი გემო და სიცოცხლე შესძინოთ. განსაკუთრებით უხდება თევზის ფილეს, ამ სოუსის დახმარებით ფილე გამოშრობისგან დაცულია. თევზის ფილეს გარდა უხდება ქათმის ფილეს და მაკარონის გარნირადაც შეგიძლიათ მოსინჯოთ.
ინგრედიენტები
მომზადება
მცენარეულ ზეთში მოთუშეთ ხახვი და ნიორი, შემდეგ დაამატეთ ორივე ბულგარული წიწაკა, 5 წუთში ჩამაატეთ გახეხილი, ან წვრილად დაჭრილი პომიდორი და ტომატის პასტა. ცოტა ხანში ჩაამატეთ მწვანე ხახვი, როზმარინი, კარაქი, მარილი, პილპილი და ნახევარი ჭიქა წყალი. გააჩერეთ თავდახურულ ტაფაში საშუალო ცეცხლზე. როცა ყველაფერი კარგად ჩაითუთქება დაამატეთ ქინძი და სოიოს სოუსი. მენდეთ ეს სოუსი ძალიან ბევრ კერძს უხდება.