პომიდვრის წვნიანი

14 იან 2020 |

ჩაიარა დღესასწაულებმა და ხვდებით რომ თქვენს ორგანიზმს მეტის ჭამა აღარ შეუძლია? :) ვიცით, ჩვენც ვყოფილვართ და ვართ მაგ მდგომარეობაში. ამიტომ შესვენების, დეტოქსის და ჯანსაღი მენიუს დროა! გთავაზობთ პომიდვრის წვნიანის რეცეპტს, რომლის ტკბილ-მჟავე გემო შვებას მოგგვრით, განსაკუთრებით თუ წინა დღეს ალკოჰოლის ჭარბი დოზა მიიღეთ.

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ გაზქურა 220 გრადუსზე. გარეცხეთ და შუაზე გაჭერით პომიდორი და ისე დაალაგეთ თუნუქის ფირფიტაზე, რომ გაჭრილი მხარე იყოს ზემოთ. მოაჭერით თავი ნიორს, ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და ისიც გაჭრილი მხარით ზემოთ დადეთ პომიდვრებთან ერთად. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარი. შედგით გაზქურაში 25-30 წუთით.

ამასობაში დიდ ქვაბში მოთუშეთ ხახვიდა სტაფილო. როცა პომიდვრები მომზადდება ჩაამატეთ ქვაბში, დაამატეთ ნიორი, და დაასხით 1,7 ლიტრი ადუღებული წყალი. დაამატეთ მარილი და დატოვეთ საშუალო ცეცხლზე 20-25 წუთით.

მიღებული მასა დააბლენდერეთ და გააჩერეთ გაზზე 10-15 წუთი.

გადმოიღეთ თეფშზე, მოასხით ლიმონი და მიირთვით

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.