პოპ-კორნი კარამელით

15 დეკ 2019 |

გემრიელი, სახალისო, ტკბილი - აი, ეს არის ჩემთვის პოპ-კორნი კარამელით. სცადეთ და თქვენ თვითონაც დარწმუნდებით, რომ სულ სხვა გემო აქვს სახლში მომზადებულ კარამელს. სულ სხვანაირად არომატულია და რა თქმა უნდა გემრიელი! ამ რეცეპტის შემდეგ მიხვდებით როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოპ-კორნი კარამელით.

ინგრედიენტები

კარამელი

მომზადება

ღრმა ქვაბში ჩაასხით მცენარეული ზეთი, ჩაყარეთ პოპ-კორნის მარცვლები, კარგად აურიეთ ზეთში და ქვაბს დააფარეთ თავსახური. 5 წუთში მარცვლები დაიწყებს გახეთქვას. როგორც კი ყველა მარცვალი გასკდება, პოპ-კორნი გადმოყარეთ ჯამში და დაიწყეთ კარამელის მომზადება. კარაქი, შაქარი, მარილი და ვანილი ჩაყარეთ იმავე ქვაბში. მოურიეთ პერიოდულად. 10-15 წუთში კარამელი გახდება მუქი ყავისფერი და ერთიანი მასა. სწორედ ამ დროს დაამატეთ 1 ჩ/კ საცხობი სოდა. კარამელი ცოტა აფუვდება. ამ დროს ჩაყარეთ კარამელში გამზადებული პოპ-კორნი და კარგად შეურიეთ. ყველა მარცვალს უნდა შეხვდეს კარამელი. თან იჩქარეთ, სანამ კარამელი ძალიან გამაგრდება. ბოლოს გადმოყარეთ ფირფიტაზე და გააშრეთ. 5 წუთიც საკმარისია. გემრიელად "ჩაუსხედით"

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.