პრასის და კარტოფილის კრემ-სუპი
ალბათ ეს არის ყველაზე მარტივი სუპი ჩვენი სუპების რეცეპტებიდან. სულ ორი ინგრედიენტი გჭირდებათ პრასი და კარტოფილი. ბოსტნეულის ბულიონის ჩანაცვლება წყლითაც შეგიძლიათ. შედეგი გაგაოცებთ - საოცრად არომატული და გემრიელი სადილი გამოგივათ.
ინგრედიენტები
მომზადება
კარგად გარეცხეთ პრასის ყველა ფენა და დაჭერით. მოათავსეთ ქვაბში და თუშეთ 10 წთ ზეითუნის ზეთში. მარილი და პილპილი ამ საფეხურზე დაამატეთ.
შემდეგ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და 5 წუთში დაასრულეთ ბულიონით ან წყლით. 20-30 წუთი დაბალ ცეცხლზე დატოვეთ. შემდეგ დააბლენდერეთ და მიირთვით გემრიელად.