ყაბაყის ქარი

02 აპრ 2021 |

ხომ გახსოვთ food4.ge-ს პირველი მასპინძელის, რუსკა ღვამიჩავას ოსპის ქარის რეცეპტი? ხოდა გავითვალისწინეთ რუსკას რჩევა და ოსპის მაგივრად ბოსტნეული გამოვიყენეთ ქარის მომზადების დროს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს კერძი ნამდვილად იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და თქვენც იგივეს გირჩევთ - მიეცით გასაქანი თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებს!

პს. გაგვიზიარეთ ფოტოები ინსტაგრამზე :)

ინგრედიენტები

მომზადება

ამ უგემრიელესი ვეგანური კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ერთ დიდი ტაფა, რომელსაც ჯერ უნდა მოასხათ ზეითუნის ზეთი და მოთუშოთ ხახვი, ნიორი და ჯინჯერი. დაამატეთ კურკუმა და ქარის სუნელი, მოურიეთ და დაელოდეთ 2 წუთი. ამასობაში დაჭერით პომიდორი, მოათავსეთ ტაფაში და როდესაც დარბილდება, მოასხით ქოქოსის რძე და წყალი, მოაყარეთ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

როდესაც მასა ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და მოათავსეთ საშუალო კუბებად დაჭრილი ყაბაყი. დაელოდეთ დაახლოებით 15 წუთი და არ დაგავიწყდეთ პერიოდულად მორევა.

მიირთვით საყვარელ ბრინჯთან ერთად და სერვირების დროს მოაყარეთ ქინძი!


გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.