ყიყლიყო ბანანით
როცა დილით მაღვიძარა რეკავს, თქვენ პირველი რასაც ფიქრობთ არის - დღეს როგორი საუზმე მოვუმზადო ბავშვებს? ამ დროს ხვდებით რომ ფანტაზია გამოგელიათ. ანუ, აღარ იცით რა მოამზადოთ სწრაფად და გემრიელად. აი, ასეთ დროს ყიყლიყო ბანანით იდეალური გამოსავალია, თუ გსურთ ბანანის ტოსტებიც დაარქვით. ეს რეცეპტი თქვენი დილის რუტინას უფრო სახალისოს და ტკბილს გახდის.
ინგრედიენტები
მომზადება
მწიფე ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაამატეთ კვერცხი და რძე. კარგად ათქვიფეთ. ამოავლეთ მასში პურის ნაჭრები და გადაიტანეთ გახურებულ ტაფაზე. ტაფაზე დაგჭირდებათ მცენარეული ზეთი. ხომ ვამბობდი ძალიან მარტიავია! ბანანის დახმარებით ტოსტი გამოდის ტკბილი, რძისა და კვერცხის დახმარებით კი უფრო ფაფუკი! ბავშვებს აუცილებლად მოეწონებათ.