ყვავილოვანი კომბოსტო ჩილის და თაფლის სოუსით
ყვავილოვანი კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული, რომელიც საშუალებას გვაძლევს უამრავი რეცეპტი მოვამზადოთ. ეს კერძი ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტია
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში გაზქურა გაახურეთ 230 გრადუსზე
გარეცხეთ და ტაროს მოაჭერით ყვავილოვანი კომბოსტოს თავები.
ცალკე ჯამში აურიეთ ფქვილი, დაფქული ნიორი, პაპრიკა, მარილი, პილპილი და რძე. თუ მასა სქელი გამოგივათ, დაუმატეთ რძე. ამოავლეთ ყვავილოვანი კომბოსტო. გირჩევთ ეს გააკეთოთ ხელით, რადგან ასე უფრო თანაბრად გადანაწილდება
შემდეგ გამოაცხვეთ გაზქურაში 20 წუთი.
ამასობაში ცალკე აურიეთ ჩილი სოუსი, დაუმატეთ ზეთი და თაფლი
20 წუთის შემდეგ კულინარიული ფუნჯით ან რითიც მოგიხერხდებათ გადაუსვით ჩილი სოუსი კომბოსტოს ზედაპირზე და შეაბრუნეთ გაზქურაში კიდევ 20 წუთი. შემდეგ 5 წუთი გაზქურას ჩაურთეთ ზედა ცხობის რეჟიმი რომ კარგად მოიბრაწოს.
მიირთვით ხორცთან, ბრინჯთან ან ნებისმიერ სალათთან ერთად.