ყველის სტარტერები კროსტინი
ყოველთვის, როცა სტუმრებს ველოდები, ევრპული ყველის ნაირსახეობა ჩემი არჩევანია. აქ უნდა ჩართოთ თქვენი ფანტაზია და ითამაშოთ გემოებით. ამჯერად მარილიანი შევუხამე ტკბილს, ობიანი - ლეღვს, მდნარი როზმარინს და ა.შ.
ინგრედიენტები
მომზადება
დაჭრით საშუალო ნაჭრებად ბაგეტი და წაუსვით ზეითნის ზეთი. გახუხეთ 10-15 წუთი
დაჭრით მრგვალი პური სქელ კუბებად, ააცვით როზმარინის ღერებზე შამფურივით, ცოტა როზმარინი ჩაარჭეთ კამემბერში და შედგით ღუმელში 10-15 წუთი.
სახლში მომზადებული პესტო წაუსვით გახუხულ პურის ნაჭრებს და ზემოდან მოათავსეთ მოცარელა, პამიდორი და ბაზილიკის ფოთლები
2 პურის ნაჭერს დაადეთ თხის ყველი და მოათავსეთ შუაზე გაჭრილი ყურძნის მარცვლები
4 პურის ნაჭრისთვის დააბლენდერეთ ნიორი, ოხრახუში და ლაიმის წვენი, მოათავსეთ მიღებული მასა პურზე და ზემოდან დაადეთ ჰოლანდიური ყველების ნაირსახეობა - გაუდა, მასდამი და ედამი გახეხილი. შედგით გაზქურაში 10 წუთით
ობიანი ყველი გადაანაწილეთ 2 ნაჭერზე - ერთზე მოათავსეთ ლეღვის ნაჭრები და მეორეზე მსხალი.
თქვენი ყველის სტარტერები მზადაა!