რიკოტას ფენქეიქები

29 მარ 2021 |

ვის არ უყვარს ახლაი დღის ფენქეიქებით დაწყება? თბილი, ფუმფულა და ნოყიერი - საუზმე რომელიც დიდებს და პატარებს ერთნაირად უხარიათ. მეტი მრავალფეროვნებისთვის, ფენქეიქების ცომს ამჯერად რიკოტა შევურიეთ. თქვენც სცადეთ და ისიამოვნეთ. პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ დილის მზე საუზმის ფოტოებს განსაკუთებულად უხდება :)

ინგრედიენტები

მომზადება

პატარა ჯამში ჯერ ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილი და ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ.


მეორე ჯამში მოათავსეთ 3 კვერცხის გული, შაქარი, რიკოტა და რძე და კარგად შეათქვიფეთ. ამის შემდეგ დაამატეთ ფქვილი. კვერცხის ცილები აქციეთ ფაფუკ მასად და შეურიეთ ცომს.


გაახურეთ ტაფა, მოასხით კანოლა სპრეი ზეთი ან ოდნავ ზეთი წაუსვით და დროა გამოაცხოთ ფენქეიქები.


მიირთვით სასურველ ხილთან და თაფლთან ერთად!



© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.