როლები მოცვის ჯემით
ყველაზე პოპლარული და მოთხოვნადი რეცეპტი food4.ge -ზე დაბრუნდა! ამჯერად დარიჩინის მაგივრად ფუნთუშებში მეტი მრავალფეროვნებისთვის მოცვის ჯემი გამოვიყენეთ. ეს არის დესერტი, რომელიც მთელ ოჯახს აერთიანებს, ასე რომ, დაგეგმეთ როლების გამოცხობა ჩვენთან ერთად!
ინგრედიენტები
ჯემისთვის:
მომზადება
დიდ ღრმა ჯამში ჩაყარეთ 2 ჭიქა ფქვილი, დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
შემდეგ გაათბეთ რძე, ოღონდ ეცადეთ ძალიან არ გააცხელოთ და არც გრილი იყოს, ცხელი რძე საფუარს არ მისცემს ამოფუების საშუალებას. რაც შეეხება კარაქს, მიკროტალღურ ღუმელში 30 წამი გაადნეთ და ასე დარბილებულ მდგომარეობაში შეურიეთ ფქვილის მასას თბილ რძესთან ერთად. ცომის საზელით კარგათ დაატრიალეთ და დაუმატეთ კვერცხი. გააგრძელეთ მოზელვა და 2 წუთში დაუმატეთ ჯერ 1+1/2 ჭიქა ფქვილი, და კიდევ ერთი ჭიქა ფქვილი ცოტა ხანში ვიდრე ცომი ბურთივით არ შეიკვრება.
გადმოიტანეთ ცომი ფქვილიან ზედაპირზე, თითებით გააბრტყელეთ, გადაზილეთ დაახლოებით 10 წუთი.
მოათავსეთ ბოლოს ცომი ჯამში, გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი, გადააფარეთ პლედი და დადგით თბილ ადგილას, რომ ამოფუვდეს მინიმუმ 1 საათი.
ვიდრე ცომი ფუვდება, მოამზადეთ მოცვის ჯემი. მოათავსეთ მოცვი პატარა ქვაბში, მოაყარეთ ლიმონის ცედრა და შაქარი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ხშირად მოურიეთ. მალე მოცვი თავის წვენს გამოუშვებს და როდესაც წამოდუღდება, 2-3 წუთში გადმოდგით და ბოლომდე გააგრილეთ.
ამასობაში ცომიც მზადაა! გააბრტყელეთ მართკუთხედის ფორმაზე. გადაუსვით ცომს მოცვის ჯემი და გადაახვიეთ როლივით. დაჭერით 9 ან 12 ნაჭრად. როლები გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც აუცილებლად წაუსვით ან ცხიმი, ან ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი. როლები ერთმანეთს არ მიაბჯინოთ, დაუტოვეთ ადგილი რომ კიდევ ამოფუვდეს. დაახლოებით ნახევარი საათი თბილ ადგილას გააჩერეთ ისევ და ამის შემდეგ გამოაცხვეთ.
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ დაახლოებით 30 წუთი. როდესაც ოქროსფრად შეიფერება როლები, ესეიგი მზადაა!
ბოლოს გაგრილებულ როლებს მოასხით შაქრის მინანქარი (შაქრის პუდრა და ცოტა რძე) და გემრიელად მიირთვით საყვარელ ადამიანებთან ერთად!