რომანტიკული ვახშამი ორზე

10 თებ 2021 |

,,ვახშამი ორზე" მენიუ იწყება აპეტაიზერით. ეგზოტიკური მანგოს სალსა საოცარი არომატით აავსებს თქვენს ბრუსკეტას და მომენტალურად კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. დაიწყეთ ვახშამი მანგოს ბრუსკეტასთან და ჭიქა შამპანურთან ერთად და გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხვედრა :)

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში დაჭერით ბაგეტი და კულინარიული ფუნჯის დახმარებით გადაუსვით ზეითუნის ზეთი. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე და დააყენეთ მობრაწვის რეჟიმზე. ყურადღებით იყავით, 5-7 წუთში პური მოიბრაწება!


ახლა კი დროა მოვამზადოთ მანგოს სალსა: დაჭერით მანგო და ავოკადო პატარა კუბებად და მოათავსეთ ჯამში, დაუმნატეთ დაჭრილი ხახვი და ქინძი. მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ მარილი. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. სალსა მზადაა!


გადაუსვით გაგრილებულ პურზე რიკოტა და მოათავსეთ ზევიდან მანგოს სალსა.


ვახშამი ორზე - პირველი კერძი მზადაა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.