სააღდგომო ორცხობილები
ამ ორცხობილების მომზადების დროს სახლში საოცარი ჟრიამული ისმოდა! რა თქმა უნდა, ყველაზე ბედნიერები ბავშვები იყვნენ. ჯერ მარტო ფერები იყო ისეთი მიმზიდველი. ვცდილობ, მსგავსი პროდუქტები, როგორიცაა შეფერილი კრემი და მოსართავები იშვიათად გმაოვიყენო, თუმცა ხანდახან ყველას გვეპატიება. ორცხობილების მომზადება ძალიან მარტივია, გახალისდით და გაფერადდით!
ინგრედიენტები
დეკორაციული კრემისთვის:
მომზადება
ორცხობილების მომზადებისთვის დაგჭირდებათ 2 დიდი ჯამი.
პირველ ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი.
მეორე ჯამში დარბილებული კარაქი და შაქარი აურიეთ ერთმანეთში და მიქსერით მაღალი სიჩქარით გათქვიფეთ, ვიდრე არ მიიღებთ ფაფუკ მასას. დაუმატეთ კვერცხი და ვანილი და შეათქვიფეთ კარგად. ამის შემდეგ უკვე ფქვილი შეურიეთ, ორცხობილების ცომი მზადაა!
დროა სილიკონის ფირფიტაზე ან საცხობ ქაღალდზე გააბრტყელეთ 1 სანტიმეტრის სისქეზე და 1-2 საათი გააციეთ მაცივარში. ამის შემდეგ სწრაფად დაჭერით სასურველი ფორმებით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსსზე 10-12 წუთი.
რაც შეეხება კრემს, ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები კარგად შეათქვიფეთ ერთმანეთს და გადაუსვით გაციებულ ორცხობილებს, მოაყარეთ სასურველი მოსართავი.
ხალისიან ცხობას გისურვებთ!