საქონლის ხორცის ჩილი
ინგრედიენტებს, რომელთაც ამ კერძისთვის გამოიყენებთ, შესაძლოა მანამდე ერთად არ მოგიმზადებიათ. მაგრამ! გპირდებით, რომ წინ საოცარი სიამოვნება გელოდებათ. საქონლის ხორცხის ჩილი თქვენს სადილს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების!
ინგრედიენტები
მომზადება
საშუალო ზომის ქვაბში მოასხით მცენარეული ზეთი და მოთუშეთ ხახვი და ნიორი. დაამატეთ წვრილად დაკეპილი ან გატარებული საქონლის ხორცი და გააჩერეთ იქამდე, სანამ ხორცი არ გახდება ყავისფერი. დაამატეთ მოხარშული ლობიო, ძირა, მარილი, მოურიეთ და ცოტა ხანი გატოვეთ ცეცხლზე.
ტომატ პასტა გახსენით 1 ჭიქა წყალში და დაჭრილ პომიდორშან ერთად დაამატეთ ქვაბში. თუ ბულიონი გაქვთ, სასურველი იქნება რომ წყლის მაგივრად გამოიყენოთ. 5-8 წუთი გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე.
სერვირების დროს დაუმატეთ არაჟანი, ქინძი, გახეხილი ყველი სურვილისამებრ.
მიირთვით მომზადებისთანავე!