საქონლის ხორცის ესტოფადო

31 იან 2020 |

თუ თქვენი ოჯახის წევრები ხორციანი კერძების მოყვარულები არიან ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ და გაამდიდრებს თქვენი კვების რაციონს. Estofado-ს ხშირად შეხვდებით ტრადიციული ესპანური სამზარეულოს რესტორნებში, თუმცა მას უფრო ხშირად ღორის ხორცისგან ამზადებენ. ამჯერად გთავაზობთ საქონლის ხორცის ესტოფადოს.

ინგრედიენტები

მომზადება

ეცადეთ ხორცი დაჭრათ მოგრძო ნაჭრებად და კარგად მოხარშეთ. მე პირველი ნახარშის წყალს ვუცვლი ხოლმე, თუმცა ეს აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული. ცოტა რომ მოიხარშება ხორცი ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი. როცა დარწმუნდებით რომ ხორცი კარგად მოიხარშა და მზად არის, დაუტოვეთ ძალიან ცოტა წყალი, იმდენი რომ უკვე მოხარშულ ხორცს არც კი ფარავდეს. ჩაამატეთ ქვაბში კანგაცლილი გახეხილი პომიდორი. შეგიძლიათ ერთი სუფრის კოვზი ტომატის პასტაც დაუმატოთ. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამასობაში ცალკე მოხარშეთ დიდ, მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, რომლებსაც ასევე გადაიტანთ ხორციან ქვაბში და დაუმატეთ კონსერვირებული ბარდა. დაამატეთ მარილი და შავი დაფქვილი წიწაკა. ამ ინგრედიენტების შერევისთანავე ქურა გამორთეთ. სერვირების დროს შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი. 

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.