საქონლის სუკის სტეიკი
დიდი ხანია სტეიკი არ შემოგვითავაზებია ჩვენს პლატფორმაზე, და ვიფიქრეთ, რომ საქონლის ხორცი აუცილებლად უნდა ყოფილიყო რომანტიულ სუფრაზე. როგორც წესი, ხორცის მომზადებას ჩემი მეუღლე ითავსებს ხოლმე, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში მეც კარგად ვართმევ თავს. მთავარია მონდომება!
ინგრედიენტები
მომზადება
ტეიკის შესაწვავად გირჩევთ შეიძინოთ ხბოს, ან საქონლის სუკის ნაჭერი. კარგად გარეცხეთ, გააშრეთ სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცით და თეთრი ნაწილი მჭრელი დანით თხლად აათალეთ. ამის შემდეგ დადით თუჯის ტაფა საშუალო ცეცხლზე, გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ როზმარინი და ნიორი. დროა შეწვათ ხორცი! მოათავსეთ საქონლის სუკი ტაფაზე და თითო წუთის ინტერვალით ატრიალეთ ისე, რომ ყველა მხარე შეიბრაწოს. როდესაც მიიღებს ყავისფერს, გადმოიღეთ ხის დასადებზე და გაჭერით შუაზე. მნიშვნელოვანია, რომ სუკის თავი და ბოლოც კარგად შეიწვას, შუაზე გაჭრილ ხორცს კარგად გააჩერებთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
იმდენი ხანი გქონდეთ ხორცი ცეცხლზე, როგორი შემწვარიც გიყვართ სტეიკი. თუ ბოლომდე შემწვარს ანიჭებთ უოირატესობას, რა თქმა უნდა უფრო დიდხანს აჩერებთ ტაფაზე.
ჩვენ გარნირად ავირჩიეთ ბრუსელური კომბოსტო. გაახირეთ ტაფა, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ დაჭრილი ნიორი და შუაზე გაჭრილი ბრუსელური. 5-8 წუთი მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ მარილი და გარნირი მზდაა!
გემრიელად მიირთვით!