საშობაო ორცხობილები
ჩემი აზრით, ისე არაფერი ავსებს სიმყუდროვით და სითბოთი სახლს, როგორც ორცხობილები. თან მით უმეტეს, როცა დღესასწაულები ახლოვდება. არ აქვს მნიშვნელობა სახლში არიან თუ არა ბავშვები! დარიჩინით და ჯინჯერის არომატებით სავსე ორცხობილები ძალიან დადებითი ემოციებით აგავსებთ: მოგანდომებინებთ რომ ააწყოთ ნაძვის ხე და უბრალოდ გემრიელად ჩაუსხდეთ საყვარელ ფილმს ჭიქა ჩაისთან და ,,ქუქისთან" ერთად. არ გჯერათ? სცადეთ :)
ინგრედიენტები
მომზადება
ეს ორცხობილები სპეციალურად არ მოვრთეთ. ბევრს გული უცრუვდება რომ ფერადი მოსართავი არ აქვს და არ აცხობს ამ გემრიელ სასუსნავს. ასე რომ, დავიწყოთ, სულ არაა აუცილებელი ზედმეტი შაქრის მინანქარი :)
მიქსერის ჯამში გათქვუფეთ კარაქი და ყავისფერი შაქარი. შემდეგ თაფლი და ბოლოს კვერცხი. დაუმატეთ სუნელები და ფქვილი რა თქმა უნდა. ჯერ 2 ჭიქით დაიწყეთ და შემდეგ შეხედეთ, სქელი ცომი უნდა მიიღოთ და შესაძლოა ფქვილის დამატება დაგჭირდეთ.
მოათავსეთ მიღებული ცომი სამზარწულოს ცელოფანის პარკში და
მინიმუმ 1 საათი გააციეთ მაცივარში.
მოაყარეთ ფქვილი მაგიდას, გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით სასურველ ფორმებად.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 12- 15 წუთი.
შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა ჩვენთან ერთად!