სატაცური მარწყვის სოუსით

17 მაი 2021 |

სულ არ ვაპირებდი დღეს სატაცურის მომზადებას, მაგრამ უბნის სურსათის მაღაზიის დახლს რომ ჩავუარე, ისე გამოიყურებოდა სატაცური, რომ გულმა ვერ გამიძლო და სახლში წამოვიყოლე. მერე ვიფიქრე რამე განსხვავრბულ და სეზონურ სოუსს მოვამზადებთქო და მარწყვის სოუსის იდეაც აქ მომივიდა. შეგიძლიათ დრო დაინიშნოთ - ზუსტად 10 წუთი გჭირდებათ ამ უგემრიელესი და უუუუჯანსაღესი კერძის მოსამზადებლად! თუ სიტყვაზე არ მენდობით, თავად სცადეთ ❤️სეზონი არ გაატაროთ ამ უგემრიელესი სალათის გარეშე!

ინგრედიენტები

სოუსისთვის:

მომზადება

ტაფას მოასხით კანოლა სპრეი ზეთი (კერძში ზედმეტი კალორიების მოსაშორებლად) და მოამზადეთ სატაცური. რაც უფრო თოთოა ბოსტნეული, უფრო სწრაფად და მარტივად დარბილდება! მოაყარეთ მარილი და მაქსიმუმ 10 წუთი დატვეთ საშუალო ცეცხლზე და თან მოურიეთ ხოლმე.


რაც შეეხება სოუსს: ბლენდერში მოათავსეთ აღნიშნული ინგრედიენტები და 1 წუთი დააბლენდერეთ.


სერვირებისას მოათავსეთ თეფშზე ჯერ სატაცური, მოასხით სოუსი, მოაყარეთ მარწყვი, ყველი და ნიგოზი!


voila ☺️


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.