საზამთროს სორბე

03 აგვ 2020 |

ალბათ გქონიათ ისეთი დღეები, როცა საზამთროს სიგიჟემდე სიყვარულის მიუხედავად, იმ დღეს ერთს ვერ მორევიხართ ოჯახში და დაგრჩენიათ. მეორე დღეს საზამთრო ვის უყვარს? მემგონი არავის. ამიტომ, ასეთ დროს, გირჩევთ საზამთროს კურკები გამოაცალოთ, პატარა კუბებად დაჭრათ და შედგათ საყინულეში. მეორე დღეს კი უგემრიელესი სორბე მოამზადოთ, რაც საზამთროს ნაყინის მოგაგონებთ.

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭერით 3-4 ნაჭერი საზამთრო პატარა კუბებად, აუცილებლად გამოაცალეთ კურკები და შედგით საყინულეში.

მეორე დღეს ჩაყარეთ ბლენდერში, დაამატეთ 1 ლიმონის ან ლაიმის წვენი, ძალიან წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთლები და კარგად აურიეთ. მიიღებთ სქელ, ყინულის ნაყინივით მასას, რომელიც ეგრევე უნდა შეჭამოთ, თორემ რამდენიმე წუთში წყლად იქცევა.

ზაფხულის ცხელ დღეებს ასეთი გრილი დესერტი ძალიან უხდება! თან ვის ემეტება საზამთრო გადასაგდებად?! ამიტომ გამოიყენეთ წინა დღეს მორჩენილი პროდუქტები გონივრულად :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.