შემოდგომის სალათა ლეღვით

23 სექ 2020 |

როგორ შეიძლება შემოდგომაზე რამდენიმე კერძი არ შემოგთავაზოთ ლეღვის გამოყენებით. რეალურად, ლეღვი მულტიფუნქციური ინგრედიენტია - მისი გამოყენება შეიგვიძლია როგორც უმად, ისე სალათებში, დრესინგებში, ნამცხვრებში, ჯემებში. დღეს კი შემოგთავაზებთ ყველაზე მარტივ, ზუსტად 5 წუთში მოსამზადებელ სალათს. ჯანსაღს და გემრიელს.

ინგრედიენტები

ლეღვის სოუსი

მომზადება

პირველ რიგში მოვამზადოთ სოუსი. 2 ც ლეღვს ვამატებთ ბალზამიკოს, ზეითნის ზეთს, ოოოდნავ მარილს და პილპილს და ვაბლენდერებთ. თუ ბალზამიკო ზედმეტი მოგივათ, არ ინერვიულოთ, დაამატეთ ლეღვი ან ცოტა თაფლი.

შემდეგ ვიწყებთ პირდაპირ სალათის აწყობას, თასში ვათავსებთ ფოთლებს, ვასხამთ სოუსს, ვათავსებთ ოთხად გაჭრილ ლეღვს, ვაყრით წვრილად დაჭრილ ნუშის ფანტელებს და ნიგოზს და ბოლოს ფეტას. გაამოთ!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.