შემწვარი ბრინჯი ანანასით
ლანჩი ჩემი დღის ყველაზე საყვარელი ნაწილია. დაკვირვებული ვარ, რომ ყველაზე გემრიელად სწორედ დღის ამ დროს მივირთმევ და იმასაც დავაკვირდი, რომ ამის შემდეგ ფაქტიურად აღარც ვჭამ. საღამოს მხოლოდ მსუბუქად - ხილს ან ბოსტნეულს ვიღებ ხოლმე და ეს რეჟიმი ჩემს ორგანიზმს ძალიან მოწონს. ყველაფერი რა თქმა უნდა ინდივიდუალურია. ხოდა რომ დავუბრუნდე ლანჩს, ბრინჯი ბოსტნეულთან და ანანასთან ერთად ჩემი დღევანდელი არჩევანია და კიდევ არაერთხელ დავუბრუნდები ხოლმე. ანანასი განსაკუთრებულ არომატს აძლევს კლასიკური შემწვარი ბრინჯის კერძს და გირჩევთ აუცილებლად გაიზიაროთ ჩემი გამოცდილება.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში დაადგით საშუალო ცეცხლზე ბრინჯი და მოხარშეთ.
პარალელურად, გახურებულ დიდ ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით ათქვეფილი კვერცხი (scrambled egg) მუსმივი მორევის პრინციპით (არ დაბრაწოთ). გადაიტანეთ კვერცხი ცალკე ჯამში. კიდევ მოასხით ტაფას ზეთი და მოათავსეთ ანანასი, ბულგარული და მწვანე ხახვი. 5 წუთი გააჩერეთ ტაფაზე და მოურიეთ ხოლმე. გადაიტანეთ შემწვარი ანანასიც კვერცხიან ჯამში.
მოხარშული ბრინჯი მოათავსეთ ტაფაზე და 2-3 წუთი მობრაწეთ საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ შემწვარი კვერცხი და ანანაი ბრინჯს და მოურიეთ. მოასხით სოიოს სოუსი და მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. სერვირების დროს მიუდეთ გვერდით მსხვილად დაჭრილი ლიმონი და მოაყარეთ ქინძი.
მიირთვით გემრიელად!