შოკმანჟე

01 აპრ 2020 |

საღამოობით ყოველთვის ერთ და იგივე პრობლემის წინაშე ვართ - რა მივირთვათ საყვარელი სატელევიზიო შოუს ყურების დროს. ხოდა როდესაც შოკმანჟე მოვამზადე, ჩემი მეუღლე კმაყოფილი იყო - დღეს საღამოს ვიცით რა გვაქვსო. არადა რა მარტივი რეცეპტია და რა იშვიათად ვამზადებ, აუცილებლად გამოვასწორებ. ამ კარჩაკეტილობის დროს კი მეტი ენდორფინის მიღება შოკოლადის დახმარებით მისწრებაა! ხომ მეთანხმებით? :)

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში აიღეთ საშალო ზომის ქვაბი. მოათავსეთ რძე, კაკაო და სახამებელი, მოურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. როდესაც გაცხელდება დაუმატეთ შოკოლადი და შაქარი და დაელოდეთ ვიდრე არ გადნება და ყველაფერი ერთმანეთში კარგად არ გაჯერდება. გამორთეთ ცეცხლი.

რაც შეეხება ჟელატინს, პატარა ქვაბში ჩაყარეთ ჟლატინი და დაასხით წყალი. როდესაც გაფუვდება დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ. არ წამოადუღოთ!!!!

შეგრილებული ჟელატინის მასა დაუმატეთ რძის ქვაბში და კარგად შეურიეთ.

გადაიტანეთ სასურველ ჭიქებში და მინიმუმ 2 საათი გააჩერეთ მაცივარში.

მიირთვით სასურველ ხილთან, ნაღების კრემთან, ნიგოზთან ერთად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.