შოკმანჟე გაწურული მაწვნით
ინგრედიენტები
მომზადება
შოკმანჟეს მომზადებას ვიწყებთ შოკოლადის გადნობით.
დატეხეთ შოკოლადი და მოასხით ცხელი რძე. როდესაც შოკოლადი დარბილდება, ხელის სათქვეფელათი კარგად მოურიეთ. დაუმატეთ თაფლი და დატოვეთ ცოტა ხანი რომ ბოლომდე გაგრილდეს.
გაგრილებულ შოკოლადის მასას დაუმატეთ გაწურული მაწონი, ისევ მოურიეთ ვიდრე არ მიიღებთ ერთან მასას.
გადაიტანეთ ჭიქებში და დატოვეთ მაცივარში მინიმუმ 2-3 საათი.
სერვირებისას მოაყარეთ სასურველი თხილი, ან კენკრა.
გემრიელად მიირთვით!