შოკოლადის კექსი ბეილისით

09 სექ 2020 |

გოგოებს განსაკუთრებით გვიყვარს შოკოლადი და ბეილისი, ამიტომ გავაერთიანოთ ეს ორი ინგრედიენტი ერთ ნამცხვარში!

მოამზადეთ უგემრიელესი შოკოლადის კექსი ბეილისით, თავბრუდამხვევი გემო და სურნელი გარანტირებულია.

ინგრედიენტები

კრემისთვის:

მომზადება

ნამცხვარის მომზადებას ვიწყებთ ზეითუნის ზეთის, კარაქის, შაქრის და ბეილისის შერევით. როდესაც მიიღებთ ერთიან მასას, დაუმატეთ კვერცხი, ჩაუმატეთ სოდა ძმრით ან გამაფხვიერებელი, არაჟანი და აურიეთ. ამის შემდეგ ნელ-ნელა ჩაუმატეთ ფქვილი და მიიღეთ ცომის მასა.


რაც შეეხება შოკოლადს - პატარა ჯამში მოათავსეთ შოკოლადის ნატეხები, კაკაოს და ყავის ფხვნილი და დაასხით ადუღებული წყალი. აურიეთ იქამდე, სანამ შოკოლადი არ გაიხსნება, და ჩაუმატეთ ცომის მასას, რომელიც იქნება თხელი, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ასეც უნდა იყოს. ჩვენი ნამცხვარი უნდა გამოვიდეს არა მშრალი, არამედ უნდა ქონდეს სველის ეფექტი.


ნამცხვრის ფორმას მოასხით კანოლას სპრეი ზეთი და ჩაასხით ცომი. 180 გრადუსზე გაახურეთ ღუმელი და გამოაცხვეთ დაახლოებით 40 წუთი.


კრემისთვის: გათქვიფეთ კრემ-ყველი, მოასხით ბეილისი, შაქარი და ვანილი და კარგად შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს.


სულ ესაა, გადაუსვით კრემი ნამცხვარს, ისე როგორც თქვენ მოგეწონებათ!


გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.