შოკოლადის კექსი ყაბაყით

27 მაი 2021 |

თქვენ ახლა ალბათ იკითხავთ, რა შუაშია შოკოლადის ნამცხვარი და ყაბაყი ერთმანეთთან და ვიდრე ეჭვის თვალით შემოგვხედავთ, ახლავე აგიხსნით რაშია საქმე: შოკოლადი და ყაბაყი იდალური პარტნიორები არიან და ერთად არაჩვეულებრივ ნამცხვარს ამზადებენ. ბოსტნეულის სინოტივე ნამცხვარს განსაკუთრებულ მდიდარ გემოს აძლებს და შეუძლებელია თქვენი მოწონება არ დაიმსახუროს. ამიტომ, გირჩევთ ჩაატაროთ მორიგი ექსპერიმენტი და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები!

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე და დაიწყეთ ცომის მომზადება.


საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა, მარილი, კაკაო და გვერდზე გადადეთ.


მეორე ჯამში ჯერ გათქვიფეთ კარაქი, დაუმატეთ ყავისფერი და თეთრი შაქარი, შემდეგ ზეთი და ვანილი და დაახლოებით 3-4 წუთი ქვიფეთ ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან ფაფუკ მასას. ბოლოს კი დაუმატეთ 2 კვერცხი.


ფქვილი ნელნელა შეათქვიფეთ სველ ინგრედიენტებს, უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის სტრუქტურის ცომი.


ახლა კი დროა გახეხოთ ყაბაყი და მზა ცომს სილიკონის ჯოხის დახმარებით შეურიოთ. სულ ბოლოს კი დამდნარი შოკოლადის დროც დგება, რომელიც აუცილებლად უნდა გააციოთ. ისიც კარგად რომ გაუჯდება ცომს, დრო არის რომ გამოაცხოთ.


მოასხით კანოლა სპრეი ზეთი ნამცხვრის ფორმას და დაელოდეთ დაახლოებით ერთი საათი, გირჩევთ რომ ძალიან არ გამოაშროთ. ამ ნამცხვრის მთელი ეშხი მისი სინოტივეა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.