შოკოლადის კრემ-პასტა ბანანით

13 სექ 2019 |

თუ თქვენს ბავშვს უყვარს პურზე წასმული შოკოლადის კარაქი, თქვენ კი გსურთ რომ მსგავსი კარაქების უტყუარი შემადგენლობა იცოდეთ კარგი გამოსავალია სახლში დამზადებული შოკოლადის კრემ-პასტა ბანანით!

ინგრედიენტები

მომზადება

კარგად დავაბლენდეროთ 2 ბანანი, მიღებულ პიურეს დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი (ან მცენარეული ზეთი ნეიტრალური გემოთი) გავაგრძელოთ მასის დაბლენდერება, შემდეგ დავამატოთ 2,5 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, მარილი, ვანილი. ისევ დავაბლენდეროთ. ბოლოს სურვილისამებრ შეგიძლიათ აურიოთ მოხალული თხილი. მიირთვიით შოკოლადის კრემ-პასტა პურთან, ორცხობილასთან ერთად და შეინახეთ მაცივარში.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.