შოკოლადის კუბები

03 დეკ 2019 |

შოკოლადის მოყვარულებო მოემზადეთ...დაივიწყეთ ზედმეტი კალორიები და გაბედნიერდით, ზუსტად ისე როგორც ეს ბავშვებს შეუძლიათ საყვარელი შოკოლადის მირთმევისას. ეს უმარტივესი რეცეპტი გაგამხიარულებთ თქვენ და თქვენს ოჯახს და აუცილებლად მოიგებთ თქვენი შვილების გულებს. სასარგებლო წვნიანების და ფაფების შემდეგ წახალისებაც კარგია!

ინგრედიენტები

მომზადება

შავი შოკოლადის ფილა დატეხეთ, ჩაყარეთ ჯამში, გაადნეთ ორთქლზე ან ნელ ცეცხლზე. სანამ ბოლომდე გადნება დაუმატეთ 1 ქილა შესქელებული რძე და კარაქი. ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა, ერთიან მასას რომ მიიღებთ გადმოდგით ცეცხლიდან. შემდეგ აურიეთ მოხალული და დატეხილი თხილი. აიღეთ ნებისმიერი ჩასასხმელი ფორმა, მაგალითად კექსის ან ოდნავ ღრმა თუნუქის ფირფიტა, კედლებზე წაუსვით კარაქი ან მცენარეული ზეთი, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, მასაც წაუსვით ცხიმი და ჩაასხით შოკოლადის მასა. შედეთ მაცივარში 3-4 საათით ან მთელი ღამით. მაცივრიდან გამოღების შემდეგ 5-10 წუთი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ შოკოლადის ამოღება გაგიადვილდეთ, დაჭერით კუბებად და გემრიელად მიირთვით. თხილთან ერთად შოკოლადის მასას შეგიძლიათ აურიოთ სხვადახვა ჩირი ან ქიშმიში, ორცხობილების ნატეხებიც უხდება. ყველაფერი თქვენ გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.