შოკოლადის მუსი

11 მარ 2021 |

ის შემთხვევა გაიხსენეთ, როდესაც გამოაღებ მაცივარს და ისეთი რაღაც გხვდებათ, რომ შეუძლებელია თავის შეკავება! აი ასეთი დესერტების რიგში ნამდვილადაა შოკოლადის მუსი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ გულების დამპყრობელია! შოკოლადი ხომ ისეთი პროდუქტია, რომელზეც უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელია, ასე რომ ისიამოვნეთ და ენდეთ თქვენს ინსტინქტებს (ზომიერების ფარგლებში რა თქმა უნდა:)).


ინგრედიენტები

მომზადება

შოკოლადის მუსის მომზადებას ვიწყებთ კვერცხის გულების და შაქრის ერთმანეთთან შეთქვეფით, უნდა მივიღოთ ფაფუკი მასა.

ამის შემდეგ 3/4 ჭიქა ნაღები ჩაასხით პატარა ქვაბში, მოაყარეთ ოდნავ მარილი და დადგით დაბალ ცეცხლზე და დაელოდეთ გაცხელებას, არ აადუღოთ!!! ცხელი ნაღები მოათავსეთ შაქრის და კვერცხის მასაში, რომ მოახდინოს ე.წ პასტერიზაცია, იმისთვის რომ დავიცვათ თავი სალმონელას ჩხირისგან (რაც უმ კვერცხს ახასიათებს).

ამის შემდეგ ჩააბრუნეთ ისევ ქვაბში და 3-5 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდან და ჩაამატეთ დამდნარი შოკოლადი (დამდნარი იმიტომ, რომ უფრომ მარტივად მოხდება შერევა) და ვანილი. კარგად მოურიეთ, ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან შოკოლადის მასას. ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ გასაგრილებლად.


ამის შემდეგ მორჩენილი ნაღები გათქვიფეთ მიქსერით, იმისთვის რომ მივიღოთ სქელი კრემი. 1/2 ჭიქა გათქვეფილი ნაღები ცალკე გადადეთ სერვირებისთვის. გაგრილებული შოკოლადის მასა შეურიეთ ნაღებს და სულ ესაა! გადაანაწილეთ სერვირების ჭიქებში, მოათავსეთ მაცივარში და დაელოდეთ 1 საათი მინიმუმ რომ გამაგრდეს.


სერვირების დროს დაასკუპეთ შოკოლადის მუსს ზევიდან ნაღები და სასურველი კენკრა.


გემრიელად მიირთვით და ასიამოვნეთ საყვარელი ადამიანები!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.