შოკოლადის ნამცხვარი

12 იან 2021 |

ეს შოკოლადის ნამცხვარი მე და სალომემ ერთად გამოვაცხვეთ. გვიყვარს ერთად სამზარეულოში ყოფნა და მზადებასთან ერთად სასიამოვნო ისტორიების გახსენება. თქვენც იგივეს გირჩევთ. სთხოვეთ ოჯახის წევრს ან მეგობარს მიიღოს მონაწილეობა მზადების პროცესში და გახადეთ დღე დასამახსოვრებელი. ყველაზე კარგი ისტორიები კი ბოლოსთვის შემოინახეთ, როდესაც ნამცხვარი გამოცხვება, რომ ყავასთან ან ჩაისთან ერთად გემრიელად ჩაუსხდეთ.

ინგრედიენტები

მომზადება

შოკოლადის ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ღრმა ჯამი.

პირველ ჯამში ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი, სოდა და მარილი და გადადეთ ცოტა ხანი გვერდზე.

მეორე ჯამში ჯერ კარაქი და შაქარი შეათქვიფეთ ერთმანეთს, შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და ამჟავებული რძე (რძეში ჩაასხით 1 ს/კ ძმარი) და ისევ კარგად გათქვიფეთ.

ახლა კი დროა მშრალი და სველი ინგრედიენტები შეურიოთ ერთმანეთს, ვიდრე არ მიიღებთ ერთიან მასას. შეურიეთ ცომს შოკოლადის ნატეხები.

შეაშხაპუნეთ კექსის ფორმას კანოლას სპრეი ზეთი და მოათავსეთ ცომი ფორმაში.

180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ 45-50 წუთი.


გააგრილეთ ნამცხვარი და მოაყარეთ შაქრის ,,პუდრა".


მიირთვით გემრიელად !

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.