შოკოლადის ორცხობილა
ამ ორცხობილების მომზადება იმდენად მარტივია, რომ ჩემმა შვილმა მოამზადა. მე მხოლოდ ინგრედიენტებს ვამატებდი ჯამში. ვიხალისეთ, დროც სასიამოვნოდ გავიდა და გემრიელადაც მივირთვით. თქვენ სცადეთ.
ინგრედიენტები
მომზადება
მოიმარჯვეთ ორი ჯამი. ერთში შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები შაქრის პუდრის გარდა. ოღონდ ყველაფერი აუცილებლად გაცერით. ანუ აურიეთ ფქვილი, კაკაოს ფხვნილი და განაფხვიერებელი. მეორე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი და ნელ-ნელა დაამატეთ შაქრის პუდრა, შემდეგ გამდნარი კარაქი. ბოლოს მშრალ ინგრედიენტებში გადაასხით კვერცხთან შერეული ინგრედიენტები და მოზილეთ. დაამრგვალეთ და ოდნავ დაბრტყელების მიზნით გამოიყენეთ ჩანგალი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი