შოკოლადის ტორტი
კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ შოკოლადის ტორტი წონაში კლებას უწყობს ხელს. ახლა გაგეცინებათ, მაგრამ აბა დაუკვირდით: დილას, 9 საათამდე მიღებული ერთი ნაჭერი შოკოლადის ნამცხვარი დაგეხმარებთ მთელი დღე იყოთ ენერგიულები და პროდუქტიულები. შესაბამისად, თუ იმაზე მეტ კალორიას დაწვავთ, ვიდრე მიიღებთ, წონაში დაიკლებთ. ახლა რაც შეეხება ტორტს: ის ჩემი და ჩემი ოჯახის ფავორიტი დესერტი გახდა. განსაკუთებით მათ მოგეწონებათ, ვისაც ტორტი და ნაყინი განსაკუთრებით გიყვართ.
ინგრედიენტები
ცომისთვის:
კრემისთვის:
ამჟავებული რძე:
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსსზე. თუ გაქვთ ორი ერთნაირი მრგვალი ტორტის საცხობი ღრმა ფირფიტა მოასხით კანოლას სპრეი ზეთი ან წაუსვით კარაქი. ღრმა ჯამში ერთად მოათავსეთ შაქარი, ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, ვანილი, სოდა და მარილი. მოურიეთ. დაამატეთ კვერცხი და ამჟავებული რძე, იგივე buttermilk.
როგორ ავამჟაოთ რძე?
1 ჭიქა რძეში ჩაასხით 1 ს/კ ძმარი, 5-10 წუთი გააჩერეთ და შენიძნავთ, თუ როგორ გასქელდება რძის მასა.
აღნიშნული ინგრედიენტები მიქსერით დაახლოებით 2 წუთი ათქვიფეთ და ბოლოს ცხელი ყავა შეურიეთ.
დროა გამოაცხოთ 30-35 წუთი. ვიდრე გამოიღებთ გულში ასანთის ღერით შეამოწმეთ მზადაა თუ არა. თუ მხოლოდ ერთი ფორმა გაქვთ, ან გაყავით ორ ნაწილად და ისე გამოაცხეთ, ან ერთიანად გამოაცხეთ და შემდეგ გაჭერით შუაზე.
რაც შეეხება კრემს. კარაქი კარგად გათქვიფეთ მაღალი სიჩქარით, სუფრის კოვზით ნელ-ნელა დაუმატეთ კაკაო, იგივე მეთოდით შეურიეთ შაქარი. დროა რძე შეურიოთ ნელ-ნელა, ვიდრე არ მიიღებთ სასურველ კონსისტენციას. კრემი უნდა იყოს ფაფუკი და მსუბუქი. ბოლოს საშუალო სიჩქარით 3 წუთი კიდევ ათქვიფეთ.
გაციებულ ბისკვიტს გადაუსვით კრემი და გააჩერეთ ცოტა ხანი მაცივარში. კრემი გამაგრდება. გაუსინჯეთ გემო და შემდეგ მოგვწერეთ რას ფიქრობთ :)
იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ცხობა უფრო გაგიადვილდეთ, გირჩევთ შეიძინოთ ასაწყავი ჭიქები და კოვზები და კანოლას სპრეი ზეთი, რომელსაც გემო არ აქვს და გეხმარებათ რომ საკვებმა არ მიიწვას სამზარეულო ინვენტარზე. იშოპინგეთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში!