შვრიის დესერტი შაქრის გარეშე

23 ივლ 2021 |

თუ ჯანსაღი კვება თქვენი არჩევანია ან ერიდებით შაქრიან დესერტებს მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის. როცა განსაკუთრებულად მოგინდებათ ტკბილი მოამზადეთ და მშვიდად იყავით, ეს არის ჯანსაღი, უშაქრო დესერტი და რაც მთავარია უგემრიელესია.

ინგრედიენტები

მომზადება

აიღეთ თასი და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ ბანანი, შემდეგ დაამატეთ ქოქოსის ზეთი, თაფლი, ქიშმიში და დარიჩინი გემოვნებით, ვანილი, მარილი და შვრიის ფანტელები. ყველაფერი კარგად შეურიეთ, მიღებული მასა გადაიტანეთ მაფინის გამოოსაცხობ ფორმებში, ოღონდ ისე რომ მიეცით კალათის ფორმა. გააკეთეთ ბუდეები. გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. შვრიის კალათებში მოათავსეთ თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი ხილი ან თხილეულის კარაქი, ან ორივე ერთად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.