შვრიის ორცხობილები გამოცხობის გარეშე

20 აგვ 2020 |

ყველგან, სადაც ორცხობილა გამისინჯავს, მქონდა განცდა, რომ ცარიელ შაქარს ვიღებდი, ამიტომ დიდი ხანია უარი ვთქვი გარეთ ორცხობილების ყიდვაზე და მხოლოდ სახლში ვამზადებ. მიყვარს მზადების პროცესიც და შემდეგ რა თქმა უნდა მირთმევა. რეცეპტს, რომელსაც გაგიზიარებთ, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ, რადგან ამ ორცხობილებს გამოცხობა არ სჭირდება. შვრიის ორცხობილები უცებ გახდება თქვენი ოჯახის საყვარელი ნუგბარი.

ინგრედიენტები

მომზადება

შვრიის ორცხობილების მომზადება საოცრად მარტივია, მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რამ - დრო! თუმცა, ვიდრე მაქამდე მივალთ, გაამზადეთ ჯერ დიდი ზომის ქვაბი, რომელშიც უნდა მოათავსოთ კარაქი, რძე, კაკაო და ყავისფერ შაქარი. როდესაც საშალო ცეცხლზე კარაქი გადნება და გადაიქცევა ერთიან მასად, ჯერ ბუშტები გაჩნდება გვერდებში და ბოლოს მთლიან ზედაპირზე წამოთუხთუხდება. ზუსტად ამ დროს დაიწყეთ 2 წუთის ათვლა, ზუსტად 2 წუთი!!! გირჩევთ დაინიშნოთ დრო, რომ არ გამოგივიდეთ ორცხობილები ძალიან რბილი, ან ძალიან მაგარი.


რაც შეეხება შვრიას - ჩვენ გამოვიყენეთ ,,ევროპროდუქტის" ,,ჰელსინკი მილსის" ორგანილი შვირა, რომელიც არის მსხვილმარცვლოვანი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე სწრაფად მოსამზადებელი შვირია, მაგრამ არ გირჩევთ ძალიან თხელ ფანტელებს. შეგიძიათ ასევე მსხვილმარცვლოვანი და შედარებით თხელი შვრია ერთმანეთს შეურიო და ისე გამოიყენოთ ორცხობილების მოსამზადებლად.


როდესაც ადუღებულ მასას გადმოდგამთ გაზიდან, დაუმატეთ მიწისთხილის კარაქი და ვანილი, აურიეთ და ბოლოს ჩაამატეთ შვრია და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. ბავშვები მოარიდეთ ამ დროს ქვაბს, რადგან ეს მასა საკმაოდ ცხელია.


პერგამენტის ქაღალდზე მოათავსეთ ორცხობილების ბურთულები და მიეცით ფორმა. დაელოდეთ მაქსიმუმ ნახევარი საათი, ან შეგიძლიათ გააჩეროთ ცოტა ხანი მაცივარში, რომ ორცხობილები გამაგრდეს.


მიირთვით და ისიამოვნეთ!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.