სოკო თეთრ ღვინოში
თუ გსურთ რომ სოკოს განსაკუთრებული არომატი შემატოთ ეს რეცეპტი უნდა ცადოთ. ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ განსხვავებული კერძი და ამაში რამდენიმე ინგრედიენტი დაგეხმარებათ, მათ შორის თეთრი ღვინო.
ინგრედიენტები
მომზადება
ღრმა ტაფაზე გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ მცენარეული ზეთი, ასე სოკოს მიკვრას და დაწვას თავიდან აიცილებთ. ცხიმში მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და შემდეგ კარგად გარეცხილი სოკო ჩაყარეთ. დაახურეთ ტაფას მხოლოდ 5 წუთით და შემდეგ თავღია კვაბში განაგრძეთ მოთუშვა. როგორც კი სოკო კარგად დარბილდება, ჩაამატეთ 1 ჭიქა თეთრი ღვინო. განაგრძეთ მოთუშვა. შემდეგ ამატებთ დაჭრილ ან დაჭყლეტილ ნიორს, მარილს, დაფქვილ შავ წიწაკას, ქონდარს და ბოლოს ქინძს. ძალიან სწრაფად და მარტივად არომატული სოკო მზად არის!