სოკოს და ანანასის ღვეზელი
მარტის სუფრისთვის გვინდოდა ერთი ისეთი კერძი მოგვეფიქრებინა, რომელსაც რაღაც კავშირი მაინც ექნებოდა ცომეულთან. თუმცა უნდა ყოფილიყო მსუბუქი და ჰაეროვანი, ამიტომ გადავწყვიტეთ ფენოვანი ცომი გამოგვეყენებინა. შიგთავსისთვის კი სულ ორი ინგრედიენტი - სოკო და ანანასი. საბოლოოდფ უმარტივესი გზით უგემრიელესი შედეგი მივიღეთ.
ინგრედიენტები
მომზადება
პორველ რიგში გავახუროთ გაზი 180 გრადუსზე. გავაბრტყელოთ ფენოვანი ცომი და მოვათავსოთ ტარტის საცხობ ფორმაზე. მოვაჭრათ ბოლოები ისე, რომ ლამაზად და თანაბრად გადანაწილდეს კიდეებზე. დავაფარით ალუმინის ქაღალდი, ჩავყაროთ ლობიო ან ბრინჯი და გამოვაცხოთ 20 წუთით. ამის შემდეგ ამოვიღოთ ბრინჯიანი ქაღალდი და თუ ძირი არ იქნება ოდნავ გამომცხვარი, შევაბრუნოთ 10 წუთით.
ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი. მოვთუშოთ ხახვი, ნიორი, 10 წუთში დავამატოთ მთლიანი ქამა სოკო და როგორც კი სოკო წყალს გაუშვებს და გახება ოქროსფერი, ვამატებთ ანანასს და სოიოს სოუსს.
მიღებულ მასას ვათავსებთ გამომცხვარ ფენოვან ცომში და ისევ ვაბრუნებთ გაზქურაში 10 წუთით.
უცხო და გემრიელი სადილი მზადაა!