სოკოს ღვეზელი
თუ თქვენს მაცივარში ხშირად ინახება ფენოვანი ცომი, მაშინ ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ. მზადდება მარტივად. სოკოს მოყვარულებს კი განსაკუთრებით მოგეწონებათ.
ინგრედიენტები
მომზადება
გარეცხილი სოკო დაჭერით და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში, დაჭრილ ხახვთან ერთად. ამისთვის შეარჩიეთ ღრმა ტაფა ან ქვაბი. სოკოს და ხახვს მალევე დაამატეთ კუბებად დაჭრილი სტაფილო. მოთუშეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მარკეტში ნაყიდი ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ ორ ნაწილად. თუნუქის ფირფიტაზე გაბრტყელებულ ცომზე თანაბრად გადაანაწილეთ მოთუშული ინგრედიენტები და ცომის მეორე ნაწილი დააფარეთ თავზე. გვერდები შემოუკეცეთ. ზედაპირი კი დაჩხვლიტეთ ჩანგლით. გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე.