სოკოს სუპი ქოქოსის რძით
თუ ძალიან გიყვართ სოკოს კრემ სუპი და ხართ მარხვაზე, შეგიძლიათ ნაღები ჩაანაცვლოთ ქოქოსის რძით. მართალია ისეთი მდიდარი და სქელი კონსისტენცია არა აქვს, როგორც ნაღებს, მაგრამ მაინც კარგი ალტერნატივაა.
ინგრედიენტები
მომზადება
მოხრაკეთ ხახვი და ნიორი ზეითუნის ზეთში (თუ არ ხართ მარხვაზე, ზეთს დაამატეთ კარაქი) დაამატეთ სოკო, მოაყარეთ მარილი და ქონდარი და თუშეთ 10-15 წუთი. დაამატეთ ღვინო და დაელოდეთ ამოშრობას. დაამატეთ ქოქოსის რძე და დატოვეთ ცეცხლზე 10-15 წუთი. ბოლოს დაამატეთ პილპილი და გაუსიჯეთ გემო. სევირებამდე ჩაამატეთ ოხრახუში.